Case law
- 2019 წლის 30 ოქტომბრის ქალაქ თბილისი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/7890-19 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, სადაც სასამართლომ განმარტა: თავდებობის არსი, მისი მოქმედების არეალი, ძირითადი სესხის ხელშეკრულების მოქმედება დამატებითი შეთანხმების გაფორმების დროს თავდებობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, გარიგების ბათილობა და უფლების არამართლზომიერი გამოყენება. რის საფუძველზეც კლიენტი განთავისუფლდა 17 000 ლარამდე თანხის გადახდის ვალდებულებისგან.
- 2019 წლის 05 აპრილის ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/7032-19 მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სადაც სასამართლომ სრულად გაიზიარა კლიენტისა და ჩემი პოზიცია და განმარტა: თამასუქზე, თამასუქიდან გამომდინარე დაუყონებლივი შესრულების მოთხოვნის უფლება, ხელშეკრულების მოშლის/უარის თქმის აუცილებლობა თამასუქის გაუქმების დროს. რის საფუძველზეც კლიენტის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 21 000 აშშ დოლარამდე თანხის გადახდა.
- 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ №196-183-2015 ნაწილობრივ დააკმყოფილა ჩემი და კლიენტის საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სასამართლომ განმარტა მფლობელობა, განასხვავა ნარდობისა და მიბარების ხელშეკრულება, მიბარების ხელშეკრულების არსებითი პირობები, მიბარების ხელშეკრულების გაფორმება.
- 2018 წლის 30 აპრილს ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე №2ბ/333-18 დააკმაყოფილა კლიენტისა და ჩვენი კერძო საჩივარი და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს მიერ მოპასუხის მისამართის მიუთითებლობა არ არის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, განმარტა სარჩელის დასაშვებობა როცა მოსარჩელესათვის უცნობია მოპასუხის მისამართი.
- 2017 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეზე №ას-965-930-2016 ნაწილობრივ დააკმყოფილა ჩემი და კლიენტის საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სასამართლომ განმარტა მიბარების ხელშეკრულების სასყიდელი, მიბარების ხელშეკრულების ნიხრი, ჩვეულებრივი საზღაურის ოდენობა, მიბარების ხელშეკერულების სასყიდლიანობა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.
- 2018 წლის 16 მარტს ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმეზე №2-1575-17 დააკმაყოფილა ჩემი კლიენტის მოთხოვნა და საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება რომელიც იმით არის საინტერესო, რომ: სასამართლომ მფლობელობითი გირავნობის საფუძველზე რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე მიაქცია აღსრულება მოსარჩელეს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
- 2018 წლის 16 მარტს ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმეზე №2-2367-17 დააკმაყოფილა ჩემი კლიენტის მოთხოვნა და საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება რომელიც იმით არის საინტერესო, რომ: სასამართლომ მფლობელობითი გირავნობის საფუძველზე რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე მიაქცია აღსრულება მოსარჩელეს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
- საქმეზე N 2ბ/135-16 ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 16 ივნისს დააკმაყოფილა ჩემი და კლიენტის სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუკამყოფილებელ ნაწილში და განმარტა: მიბარების ხელშეკრულების შეწყვეტის სახელშეკრულებლო ურთიერთობისას, საგადასახადო კოდექსის გამოყენების დაუშვებლობა სახელშეკრულებლო ურთიერთობაში, ტერიტორის განთავისუფლების ვალდებულება, მიბარების ხელშეკრულების ვადა, ნიხრი და ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
- საქმეზე N 2-607-17 ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 იანვარს გამოიტანა გაჩნინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩემი და კლიენტის მოთხოვნა. სასამართლომ განმარტა უცხოეთის მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეზღუდვა მოძრავ ქონებაზე, არადეკლარირებული მოძრავი ქონების საკუთრებად მიჩნევა და მისი უზრუნველყოფის სახით გამოყენება.
- საქმეზე N2-2103-16 ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 31 მაისს დააკმაყოფილა ჩემი და კლიენტის სარჩელი და მოპასუხეს დააკირსა თანხის გადახდა. სასამართლომ განმარტა ხელშეკრულების მოქმედება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორი წარმოების შესაძლებლობა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლის ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში დაყოფა, მოთხოვნის პერიოდულობა და მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლის დაუშვებლობა.